აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ოლიგარქის პოლიციამ აქციის ორი მონაწილე - დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აღდგომის საღამოს პოლიციის მიერ დაკავებული გიორგი ორთოიძეს და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად, მოქალაქეები დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალისმიერი მეთოდებით გადაიყვანეს.