ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შემთხვევის დროს ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული პირი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
[ფოტო: "აჭარის ტელევიზია"]