გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული. მათ ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.