საზოგადოებალაგოდეხში, შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპაგამოქვეყნდა: სამშაბათი, 22 აპრილი, 2025 - 10:38
ლაგოდეხში, შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.