ბიძინა ივანიშვილი თბილისს იპოდრომს ჩუქნის - კალაძე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი თბილისს იპოდრომს ჩუქნის. მერი კალაძე ამბობს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი