თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა:
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აეროპორტის გზაზე ქვეითს მოტოციკლი დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.