გორში 50 ბავშვი მოიწამლა

გამოქვეყნდა:

მასობრივი ინტოქსიკაცია გორში - ათობით ბავშვი დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში" წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს. ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები აქვს და შესაბამის სამედიცინო დახმარებას მედიკოსები ამ წუთებშიც უტარებენ. 

ექიმების ვარაუდით, ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები, ან სასმელი წყალი გახდა. 

მოწამლულები კომბინატის დასახლებიდან არიან და ამბობენ, რომ ინტოქსიკაცია წყლის ბრალია, რადგან დასახლებაში ბინძური სასმელი წყალი მოდის.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე აირეს წყლის სინჯები და პასუხების შემდეგ გაირკვევა, არის თუ არა მასობრივი ინტოქსიკაცია წყლის ბრალი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი