"რაც შეეხება ზოგადად, რაც გადასახადებში დანაკლისი გვაქვს – რეალურად ერთადერთია აქციზი, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში. ამასთანავე, კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი... ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს, პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული".
- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.