მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიტპატიმრების ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის სხდომა გახსნა.
ამასთან, პროკურატურა გახსნის შესახებ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა.
"პირველ რიგში, მექნება თხოვნა, იქნებ დაასწროთ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები სხდომას. ესაა ჩვენი მინიმალური შესაძლებლობა, როცა შეგვიძლია, ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ და ეს ძალიან გვიხარია", - მიმართა დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.