"პედაგოგები ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ სადაც სურვილი ექნებათ ჩინური ენის შესწავლის, დისტანციურად შევთავაზებთ" | "ოცნების" განათლების მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის განცხადებით, იმ სკოლებს, რომლებიც მეორე უცხო ენად ჩინურს აირჩევენ, მასწავლებლებს დისტანციურადაც შესთავაზებენ. ამის შესახებ მან სამთავრობო მედიასთან განაცხადა.

"მე-5 კლასის შემდეგ, მეორე უცხო ენის არჩევა არის ნებაყოფლობითი. სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს რომ აერჩიათ ასეთი ენა, ჩვენ ვალდებულები ვყავით შეგვეთავაზებინა, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებულნი თუ ვის, როგორ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს.

მომავალი წლიდან გვექნება სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად იხელმძღვანელებს ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლების რესურსი მობილიზდეს.

2100-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იმ სკოლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ჩინური ენის საგაკვეთილო პროცესი აიღონ მოსწავლეებმა, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ [გაკვეთილებს]. უნდა ვთქვა, რომ დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა," - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი