"პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე - არავის ჰუმანურობა არ მჭირდება" | ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

"დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, რითაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო, რომ დამეკისროს, ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ. როცა ადამიანს შეუძლია, რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკა, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდევ ერთს, აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კიდევ ერთი რამ, ეს უკვე სხვებს ეხება და მიმხვედრი მიხვდება, სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან ბედავთ". 

- განაცხადა პოლიტპატიმარმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი