რა გახდა აჭარასა და გურიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი | "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

დღეს აჭარისა და გურიის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი 2".  შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა."- აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი