რუსთავის #26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. დირექტორის განცხადებით, მიიღეს შეტყობინება, რომ სკოლაში ბომბია. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.