2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან  2 361 პირი. მეორე ადგილზეა გერმანია 251 პირი. მესამეზე კი უკრაინა 175. ხუთეულში ასევე არიან ისრაელი 141 პირი და სომხეთი  131 პირი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ამასთან დაკავშირებით საქსტატზე მითითებულია, რომ მონაცემები კონფიდენციალურია.

 

იმ 3 587 ადამიანიდან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაბადების ადგილად საქართველო 2 739 აქვს მითითებული  844-ს კი სხვა ქვეყანა, 4-ს არ აქვს მითითებული.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა  1 592 ადამიანს შეუწყდა, აქედან 1 177 საქართველოში, ხოლო 141 სხვა ქვეყანაში იყო დაბადებული, 1-ის შემთხვევაში კი არ იყო მითითებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი