მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა თავად ამ დრომდე ელოდებიან ალტერნატიულ ტრანსპორტს, რომელიც დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანთ.
რკინიგზის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება იყო, თუმცა ერთ-ერთი მგზავრის მიერ, "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის გამოგზავნილ ფოტოში ცეცხლი ჩანს.
შემთხვევა გომი-აგარას გადასარბენზე მოხდა. დაშავებული არავინაა.