ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება | ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია "მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმას" უკავშირდება.

მედია წერს, რომ ამ დროისთვის უკვე 6 პირია დაკავებული - მათი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ნაპოვნია მოსკოვის მიმართულებით ორი ბილეთი.

ცნობილია, რომ სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი