ძლიერმა წვიმამ საჩხერის სოფლებში პრობლემები შექმნა | დაზიანდა ინფრასტრუქტურა

გამოქვეყნდა:

ძლიერმა წვიმამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

გუშინ გვიან ღამით, ჭალოვანსა და ხვანში ღვარცოფულმა მოვლენებმა ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ფიცხავამ სოფელ ჭალოვანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე  სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები.

სტიქიის ადგილზე დილიდან მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დაზიანებული ხიდის მიმდებარედ მოეწყო შემოვლითი გზა.

[ინფო იმერეთი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი