რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუნინი და მისი ვაჟი საქართველოში არიან. სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში იაკუნინის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. დღევანდელ წვეულებას 17 ქართველი ესწრება. მათ შორის, დიპლომატები, ექიმები, მუსიკოსები - ინფორმაციას "შაბათის ფორმულა" ავრცელებს.
პუტინის კარზე დაახლოებული ბიზნესმენი ჟურნალისტებმა ბოდბის მონასტერშიც გადაიღეს.
იაკუნინი პუტინის ომის მხარდაჭერისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა სანქცირებული. მისი შვილი ანდრეი იაკუნინი კი 2022 წელს, ჩრდილოეთ ნორვეგიაში იყო დაკავებული, სამხედრო ობიექტების დრონით გადაღებისთვის.