მატჩის გამართვა რეკომენდირებული არ არის - ტიკარაძე საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალური შეხვედრის გამართვა რეკომენდირებული არ არის. 

ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით. 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით, რომ ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის გამართვა რეკომენდირებული არ არის, - ამბობს ტიკარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კოვიდშემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. დღესაც, 5 ოქტომბერს ვირუსით ინფიცირების რეკორდული - 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი