პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლის, პუტინისტი მამუკა ფიფიას მოწვევით, თბილისში შესაძლოა „ღამის მგლები“ ჩამოვიდნენ.
"ღამის მგლების კლუბი საქართველოში უნდა იყოს. გელოდებით. გმადლობთ მოწვევისთვის! რუსეთი აყვავდება!“ ამბობს ფიფია გავრცელებულ ვიდეოში.
საქართველოში დაპატიჟების სანაცვლოდ, ფიფიას ბაიკერების მეთაურმა რუსეთის დროშა უსახსოვრა.
„ღამის მგლები“ სსრკ-ში პირველი ოფიციალური ბაიკერული კლუბია, რომელიც 1989 წლიდან არსებობს, როგორც საჯარო არაკომერციული ორგანიზაცია.
ბაიკერები განსაკუთრებული პოპულარობით პუტინის კარზე სარგებლობენ, თუმცა ცივილიზებულ სამყაროს - ევროკავშირს, აშშ-ს, უკრაინას,შვეიცარიას, ისინი დასანქცირებული ჰყავს