ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.
Bloomberg-მა ივანიშვილი სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო. პლატფორმის შეფასებით, ივანიშვილმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიას ტოვებს.
საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში აღარ იძებნება, თუმცა Bloomberg-ის ტერმინალში ჩანს, რომ ივანიშვილის ქონებას პლატფორმა ისევ ითვლის და მისი ქონების შეფასება 3.6 მლრდ აშშ დოლარია
პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნესმენის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიიდან გაქრობა, როცა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი ქონება 6.8 მლრდ აშშ დოლარი იყო და მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილს იკავებდა, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.