"დღეს, ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობასა და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150 დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია".
- წერს იტალიის პარლამენტის წევრი, ლია კუარტაპელე სოციალურ ქსელში და ზურაბიშვილთან ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს.