ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ

გამოქვეყნდა:

"ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.

"ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ", - წერს ჟორჟოლიანი. 

ჟორჟოლიანი ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. მას ასევე პირდაპირი ეთერის გაგრძელების საშუალებაც არ მისცეს. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი