"ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულა. მისი თქმით სახლიდან სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს.
"ჩატარდა 2 საგამოძიებო მოქმედება, ერთი პირადი ჩხრეკა, ქუჩაში გამჩხრიკეს, ძირითადად კარგად იქცეოდნენ. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საქმიანობა არის უკანონო. დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ.
პირადი ჩხრეკის შემდეგ მეორე განჩინება გამაცნეს და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია," - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".