"სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო" | ომბუდსმენი ჩხრეკაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება.

"სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ. 

ჩხრეკისას ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის სახლებში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი