8 ცალი ქართული ეროვნული სამოსი, 8 მანეკენი და სამკაულები 180 000 ლარად | ოლიგარქის კულტურის სამინისტრომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო

გამოქვეყნდა:

ოცნების კულტურის სამინისტრო ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საბაბით, საზღვრებს გარეთ საგამოფენო სივრცეებში განთავსებისთვის ქართული ეროვნული სამოსის, სამკაულების და 8 ცალი მანეკენის გამარტივებულ შესყიდვას აპირებს. შესყიდვის საფუძვლად ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაა მითითებული. შესყიდვის ღირებულებად კი 180 000 ლარი.

შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია სხვადასხვა სახის საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

ზემოაღნიშნული მიზნით, სამინისტრო გეგმავს განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული საგამოფენო სივრცეების მოწყობას, რისთვისაც საჭიროა შესყიდულ იქნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალისა და მამაკაცის 8 (რვა) სახეობის ეროვნული სამოსი ( ქართლ-კახური, ხევსურული, სვანური, აჭარული) და 30 (ოცდაათი) ერთეული სამკაული, ასევე, მათი განთავსების მიზნით, აუცილებელია 8 (რვა) ერთეული მანეკენისა და 5 (ხუთი) ერთეული შემინული თაროს შეძენა.

ამასთანავე, ეროვნული სამოსისა და სამკაულების დამზადების ხელოვნებისა და სპეციფიკის ნათლად წარმოჩენის მიზნით, მომზადდება მათი შექმნის პროცესის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ მრავალფეროვნებასა და კულტურულ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ შესყიდული ეროვნული სამოსი და სამკაულები შესაბამისი ღონისძიებ(ებ)ის დასრულების შემდგომ განთავსება სამინისტროში, შემდგომში მათი საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.

დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საჭირო საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა განხორციელდეს შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე პირ(ებ)ის/კომპანიების მიერ, მით უფრო, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ არაერთ ქვეყანაში ქართული იდენტობისა და კულტურის პოპულარიზაცია.

ამასთანავე, ეროვნული სამოსისა და აქსესუარების შექმნის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ ხარისხსა და ესკიზებს, რომლებიც მორგებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საჭიროებებზე.

ელექტრონული ტენდერის ჩატარება რისკს უქმნის პროექტის განხორციელებას მისი ჩატარების შეზღუდული ვადებიდან გამომდინარე. შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაგეგმილი პროექტის ჩაშლა ან შეფერხება. შესაბამისად, მიზანშეწონილია საჭირო პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული მიმართვის განხილვის საბოლოო თარიღი 15 აპრილი იყო. შესყიდვების სააგენტომ განცხადებაზე თანხმობა განაცხადა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი