სადგურის მოედანზე, ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.