ხმაური სადახლოში-მერიამ ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ტექნიკის მიყვანის შემდეგ, სასაფლაო ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

სადახლოს მოსახლეობა წინაპრების საფლავის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. ისინი სადახლოს მერს სოფელსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტს შორის ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებენ.

კერძო კომპანიამ ხუთი დღის წინ, სასაფლაოს მიმდებარედ სამშენებლო ტექნიკა მიიყვანა, რის შედეგადაც,  სასაფლაოების ნაწილი დაზიანდა და ჩამოიშალა. 

ადგილობრივები მოითხოვენ, კომპანიამ ტერიტორია დატოვოს და სასაფლაოები დაუყოვნებლივ აღადგინოს.

სადახლოს მერიაში ამბობენ რომ სადავო ტერიტორიას და სასაფლაოს ერთმანეთთან შეხება არ აქვს:

"დავიწყებთ ამ საკითხის მოკვლევას და თუ გამოიკვეთა კერძო კომპანიის მხრიდან დანაშაული პასუხს მათ მოვთხოვთ“ - ამბობენ სადახლოს მერიის წარმომადგენლები.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი  ამბობს, რომ მერია მანამ არ დაინტერესდა პრობლემით, სანამ ადგილობრივები ქუჩაში არ გამოვიდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი