"მოაყენეს მანქანა სავსე ჯებირებით, დამხმარე ძალა, კუნთმაგარი ბიჭები ქალების წინააღმდეგ" | ყაზბეგის 30 ნომერში მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყაზბეგის 30 ნომერში მოსახლეობა 30 მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ამ წუთებში ადგილზე არიან შეკრებილები და  ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რითაც ცდილობენ ხელი შეუშალონ კომპანია "სქაი რეზიდენსს", სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში. პარალელურად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კომპანიის უსაფრთხოების სამსახური. "სქაი რეზიდენსს" დღეს სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვს საძირკვლის ჩასხმა, რის გამოც უკვე ტერიტორიაზე დგას ბეტონის მანქანა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ამის საშუალებას არ მისცემენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსს საფრთხეს უქმნის. მათივე თმით, აქვთ ექსპერტიზის დასკვნაც , თუმცა კომპანია ამით არ ინტერესდება.

"ეს პრობლემა დაიწყო 1 წლის წინ. დაანგრიეს ბაღის შენობა. პროტესტი გამოვხატეთ მას შემდეგ, რაც ჩვენ სახლს გაუჩნდა ბზარები, ამის შემდეგ დაიწყო საძირკველმა დაზიანება, მივმართეთ ყველანაირ ორგანოს, ანტიკორუფციულ ბიუროს, პრემიერის სახელზეც შევიტანეთ განაცხადი, ვთხოვეთ მოლაპარაკებაზე წამოსვლა კომპანიას, თუმცა არც ერთმა თხოვნამ არ გაჭრა. მოაყენეს მანქანა, რომელიც სავსეა ჯებირებით, დამხმარე ძალა, კუნთმაგარი ბიჭები ქალების წინააღმდეგ. მსგავსი რაღაც 10 სექტემბერს მოხდა, მე ხელი დავიზიანე, ქალბატონმა მუხლი, ესეც გავატარეთ იქნებ მოლაპარაკება შემდგარიყო. " ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. [ფორმულა]

ტერიტორია წარსულში ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი