რუსეთმა "დოჟდის" მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო ტელეარხ "დოჟდის" მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა. ძიადკო ძებნილთა სიაში, სავარაუდოდ, დღეს შეიყვანეს. მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა ამ დრომდე არ მიმდინარეობდა.

„ეს არ არის ხარისხის ნიშანი ან ჩვენი მუშაობის შეფასება. ეს ჩვენი სახელმწიფოს რეპრესიული ბუნების გამოვლინებაა. ხარისხის შეფასება თქვენ ხართ, ჩვენი მაყურებლები“, - განაცხადა კომენტარისას ტიხონ ძიადკომ.

ცნობისთვის, 8 აპრილს რუსეთის შსს-მ ამავე მედიასაშუალების წამყვანი იულია ტარატუტა შეიყვანა ძებნილთა სიაში და "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა. ძებნილთა სიაშია ჟურნალისტი ეკატერინა ფომინაც.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების გამო, „დოჟდის“ რედაქციამ ჯერ შეაჩერა მუშაობა, შემდეგ კი რუსეთი დატოვა. რუსეთში ტელეარხის ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკილია. „დოჟდი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან მაუწყებლობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი