"რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს პატიმრების მიმართ? მე გადმოვფენდი თეთრ ბაირაღებს და ყველას გამოვუშვებდი. სხვა სიღრმეებში ნუ შევალთ, მე ვარ მწერალთა სახლის დირექტორი, რომელსაც მაინტერესებს ნიჭიერი ადამიანები. მისი უფლება იყო, წაეკითხა ლექსები და ეთქვა ის, რაც თქვა და ამის გამო არც არავინ შეშფოთებულა და არც არავის წინააღმდეგობა გაუწევია" [ტვ პირველი]
ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთი დუმბაძე პოლიტპატიმრებზე.
ცნობისთვის, გუშინ, პოეზიის საღამოზე მიწვეულმა პოეტმა გაგა გოგსაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა. განცხადებას დარბაზში უსმენდა ქეთი დუმბაძეც.