ბოლო 10 წელში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები 164%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის 3 თვეში ყალბი დოკუმენტების დამზადების (სსკ-ის მუხლი 362) 230 ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მონაცემებს ამის შესახებ საქსტატი პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი თითქმის 3 ჯერ არის გაზრდილი. 2015 წლის 3 თვეში აღნიშნული დანაშაულების რაოდენობა 87 იყო.
362-ე მუხლი 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დიდი ზიანის მიყენების ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სასჯელი 6 წლამდე იზრდება.