ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე  ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ - განცხადებას ამის შესახებ  შემოსავლების სამსახური ავრცელებს:

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების  მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. 
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ  წარმოეშვებათ." ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს დილით, სადგურის მოედანზე, ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები, დაახლოებით, 15 000 კმ/მ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი