კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1-ელ მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გეხტმანის, მირიანაშვილის, მარკო პოლოს, შაქარიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, ჭანდრის, მეფე არჩილის, ცხაკაიას, ქარსელაძის, პეტრე იბერის, ბაგრატ III, სვანიშვილის, ოსკარ შმერლინგის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, მერაბ კოსტავას, ჩიქვანაიას, ნინო რამიშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, II ხეივნის, დეკაბრისტების, ბექა-ოპიზარის, ცურტაველის, ჩხეიძის, ცოლიკაურის, ქუმსიაშვილის, თელეთის, ბერძნის, იოსებ გრიშაშვილის, ბოლნისის, საბანაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და წალკის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თუმანიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.