რუსეთში ოკუპირებულ აფხაზეთთან როუმინგის გათიშვას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში ოკუპირებულ აფხაზეთთან როუმინგის გათიშვას განიხილავენ. შესაბამისი ინიციატივა პარტია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" თავმჯდომარემ, სერგეი მირონოვმა წარადგინა. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

ინიციატივა მირონოვმა რუსეთს პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის სახელზე უკვე გაგზავნა.

მირონოვის თქმით, საშვებულებო სეზონის წინა დღეს ქვეყნებს შორის როუმინგის გაუქმება განსაკუთრებით აქტუალურია.

"გთხოვთ, განიხილოთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის როუმინგის გაუქმების შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების ხელმოწერის ინიციირების შესაძლებლობა და წარადგინოთ ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, დღეიდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი