"იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს მოსამართლე, რადგან მართლა პრეცედენტი იქნება - ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობით გაუშვან, მაშინ როცა იმ ადამიანზე ედავებიან შეურაცხყოფას, რომელიც იმ დღეს საერთოდ არ უნახავს. ვიმყოფებოდი ზედა სართულზე. შემდეგ უკვე როცა ჩამოვედი და გამოვედი მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა შენობა. მოწმეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ფოიეში დამინახა. შსს იმიტომ ითხოვს ჩვენს პატიმრობას, რომ ეს არის დაკვეთა. მე ვარ ერთ-ერთი მთავარი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე. დაშინებაზე მეტად შურისძიების მცდელობაა".
- განაცხადა პარტია "ახალის" პრესსამსახურმა, მირანდა ბაღათურიამ.
შსს ოპოზიციური პარტიების "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს.