თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შსს "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვდა.
ცნობისთვის, 23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ესენი არიან: პარტია "ახალის" პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახური ანა ყურაშვილი და პოლიტპატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე. მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი საბა სხვიტარიძე.