გლდანის მოსახლეობის ნაწილს 2 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

კომპანია "თელასის" ცნობით, ქსელში გადართვების გამო 2 მაისს გლდანის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

  • გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ვასაძის, ხევძმარის, ახმეტელის, ქერჩის, ბოჭორიშვილის, შეშელიძის, მოსულიშვილის, გამარჯვების, ხერგიანის, მამკოდის, შენგელაიას, ქურდაძის და მორეტის ქუჩების მოსახლეობას.   

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი