გამჭვირვალობის პლატფორმა Meta-ს მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლიდან 500 ადამიანის/ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
2023 წლის პირველ ნახევარში, "ქართული ოცნება" ყველაზე აქტიურად Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლების შესახებ მონაცემების მოითხოვდა.
Meta თანამშრომლობს მთავრობებთან ინფორმაციის გასაზიარებლად, მაგრამ არ აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. კომპანია თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას - მიაწოდოს თუ არა მომხმარებლის ინფორმაცია.
"Meta მთავრობის მიერ ინფორმაციის მოთხოვნებს მოქმედი კანონმდებლობისა და ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად პასუხობს. თითოეული მოთხოვნა ყურადღებით განიხილება იურიდიული დასაბუთების თვალსაზრისით და ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ ან დამატებითი ახსნა-განმარტება მოვითხოვოთ ძალიან ბუნდოვანი ან ზოგადი მოთხოვნების შემთხვევებში, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებში.