ბოლო 1-წელში, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა; ნოემბრიდან დღემდე, რეპრესიის სამიზნე გახდა მედიის 193 წარმომადგენელი | კვლევა

გამოქვეყნდა:

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის  342 შემთხვევა  დაფიქსირდა - კვლევა “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” ჩაატარა.

კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) 

აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
  • 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში  – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;

ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან – 22  ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:

  • პროევროპული პროტესტის დროს – 11  დაკავება;
  • პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში,  გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების  34 შემთხვევა აღირიცხა.  (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);


2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი