"ქვეყნის სამსახურში" | 9 მაისს, 17:00 საათზე პარლამენტიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

პარასკევს, 9 მაისს, 17:00 საათზე პარლამენტიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორების თქმით,"მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ისინი კვლავ ერთგული რჩებიან საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი". 

"9 მაისს, ევროპის დღეს, 17:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და მსვლელობით მივდივართ ევროპის მოედნისკენ.

ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული ოჯახია — ამ გზაზე წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დღეს საფრთხეს უქმნის "ქართული ოცნება". შესაბამისად, საფრთხეშია ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული განათლება, განვითარებული ეკონომიკა და უსაფრთხოება.

დღევანდელი დღე არის გზავნილი ევროკავშირისათვის: მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი. მიუხედავად რუსული რეჟიმის ზეწოლისა, ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს.

ჩვენ კვლავ გვახსოვს 28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ნებასთან.

ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!", - წერია ღონისძიების ანონსში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი