ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე კაცი დაიღუპა, მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა კი დაშავდა. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.