დღეს, 4 მაისს, თბილისში მორიგი საპროტესტო მარშია დაგეგმილი - "ერთობის მარში" 15 საათზე ისნის მეტროდან დაიწყება და მსვლელობით შსს-მდე მივა. [კახეთის გზატკეცილზე]
"ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის მტკიცედ. მოვითხოვთ, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!
4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ.
ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა! " ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.