მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს | პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ჭიათურელი მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს. ამ დროისათვის ხელმოწერების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.

"ამ ყველაფრის ფონზე, კომპანია არ ჩერდება — უამრავი ფიზიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ძალდატანებით, დაშინებითა და მუქარით აწერინებს ხალხს ხელს იმ დოკუმენტზე, რომელიც დასაქმებულებისთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის". - ამბობენ მაღაროელები, რომელთა პროტესტის ჭიათურაში უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. 

პროტესტის ნიშნად, შიმშილობის 6 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ასევე, დაკავებულია 4 პირი.

პროტესტის მონაწილეები კრიზისის მოგვარებაში "ოცნების" მთავრობის ჩართვას და კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ და კომპანიის მიერ
გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი