ისნის მეტროდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - ამ ლოზუნგით პოლიტპატიმრების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შსს-ს შენობასთან მივლენ.
ისინი აპროტესტებენ რეჟიმის პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს, დაკავებებს, დაშინებას, პოლიციელების ცრუ მოწმეობასა და ტერორს.
მარშის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები. მათ მსვლელობას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები.