გრიგოლ ბესელია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია "მთავარის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი