"[ჩამონგრეული შენობიდან ] ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ" | ნაძალადევის გამგებელი

გამოქვეყნდა:

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ ყველა მაცხოვრებელი სასტუმროში გადაიყვანეს. 

მისივე თქმით, შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ინვესტორებთან შენობის გამაგრებაზეც მიდიოდა საუბარი, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ შედგა. 

"მე თვითონ ლაბორატორიის, შსს-ს და სამაშველოს თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერე ადგილი. მიმდინარეობს მოკვლევა და რა საკვირველია, იტყვიან ყველაფერს. ბ არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება.

ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ გასულიყვნენ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო," - განაცხადა გამგებელმა.

ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე, დღეს, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სართულის იატაკი ჩაინგრა.

[ფოტო: ipn.ge]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი