"პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს.
რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ გადასულები.
თუ არ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ, სათითაოდ მოგვადგებიან და გაგვანეიტრალებენ, უკვე სახლებში გვივარდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უნდა გავიაზროთ რომ რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს სანამ რეჟიმი მართავს ქვეყანას.
ვერც დასავლეთი და ვერავინ ვერ შეაჩერებს რეჟიმს, თუ ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა და არ გავუწიეთ წინააღმდეგობა რუსულ პოლიციურ რეჟიმს.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, უნდა შევეშვათ ერთმანეთის კრიტიკას, უნდა გავერთიანდეთ რეჟიმის წინააღმდეგ. არც თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლიდერს არ უნდა დაველოდოთ და არც ტყუილი იმედები არ უნდა დავისახოთ.
გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!
ბოდიში თუ კრიტიკული ვარ, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა.
ცეცხლი ოლიგარქიას!"
- ამის შესახებ პოლიტპატიმარი საბა სხვიტარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.