თბილისის ნაწილს 5 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

  • ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

  • საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსანის ქუჩების მოსახლეობას. 

  • ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას. 

  • დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების მოსახლეობას. 

  • სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი