თავისა და სახის მიდამოებში 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა; ძალადობაში სავარაუდოდ ციხის თანამშრომლების ხელი ურევია | გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი ეჭვობს, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე ციხის თანამშრომლებმა სცემეს. მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მტკიცება, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა.  

"გამოძიება მიმდინარებს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი. არც ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. თქვენ იცით, რომ მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. მასში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელი. [ტვ პირველი] ამბობს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ყველანაირ ძალადობას უარყოფს და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გორგაძის "ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა", რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ვივა მედში კი ადასტურებენ, რომ ბრალდებული მათთან დაზიანებებით შეიყვანეს.

შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს გარდაიცვალა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი